“კიდევ ერთხელ გაფარჩაკდით, ასე იქნებით მუდამ, გპირდებით“

262

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგიერთები ხშირად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, რადგან ცდილობენ საკუთარ თავს გადაახტნენ.

“თავს ზემოთ ვერ ახტებიო” – ეს ფრაზა ბევრისათვის გაუგებარია და ამიტომაც ხშირად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი- ქართულ ანდაზებში დიდი სიბრძნეა და კარგად უნდა ვისწავლოთ,

 “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო‼️”
. ბევრს ცდილობენ მანქურთები თავს გადაახტნენ, მაგრამ…..
როცა პლინტუსს ქვემოთ ხარ და ვერ გაგიგია, როცა თავმოყვარეობა და ღირსება არ გაგაჩნია და ყოველ ჯერზე, რბილად რომ ვთქვათ შენიშვნას იღებ, მაგრამ გამჩენი არ გასვენებს და ეს ავადმყოფი პატივმოყვარეობა გღრღნის, ვინმე კეთილის მსურველი მაინც ხომ უნდა გყავდეს, რომ გითხრას- გეყოფა, დაყენდი‼️(ოთახებში სირბილიც და არასწორი იმფორმაციების მიტანაც არ გცოდნიათ ბოლოს მაინც მე მეკითხებიან)
მაგრამ არა‼️
ჰოდა ყოველ ჯერზე ყოველთვის ასე გაპარტახდებით და დასაცინი გახდებით – მებრალებით, რადგან საკუთარ თავს რომ უკეთებთ, იმას ყველაზე დიდი მტერიც ვერ გაგიკეთებთ.
ნეტავ ხვდებოდეთ რა დღეში ხართ და როგორ მებრალებით, მაგრამ ტვინი ხომ ზედმეტი ბარგია თქვენთვის მანქურთებო‼️ პრუუუუუუუწ კიდევ ერთხელ გაფარჩაკდით. ასე იქნებით მუდამ. გპირდებით. ბოზობით ,ჩაშვებით ვერაფერს მიაღწევთ ესეც იცოდეთ და სხვის უბედურებით ვერასოდეს გახდებით ბედნიერი და წარმატებული. თქვე ნაგვებო…
საღამო მშვიდობისა“, – წერს ოქიტაშვილი.