ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს და წერს.
„რამდენიმე კვირის წინ ოსნაბრუკის ცენტრში სეირნობისას დათიმ სკეიტბორდების მაღაზია დაინახა, სასწრაფოდ შეგვიყვანა და დიდი ინტერესით დაათვალიერა იქაურობა. ბოლოს აირჩია თავისი მოსაწონი და დაჟინებით მოითხოვა რომ გვეყიდა. თან წუწუნებდა ისევ თავიდან მექნება სასწავლიო. ასეთი რწმენით და მონდომებით მთებს გადავდგავმთ დედი. მადლობა უფალს რომ ყველაზე ძლიერი შვილი მაჩუქა მთელ სამყაროში“, – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.