„ჩემი ყოფილი მეუღლეების ძმაკაცები არიან ჩემი უახლოესი მეგობრები…“

ლიზა ბაგრატიონმა „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა მამაკაცთან მეგობრობის შესახებ. როგორც მომღერალი ამბობს, მის გარემოცვაში ბევრი მამაკაცი მეგობარია.

ლიზა ბაგრატიონი: 

„გაცნობის მომენტში მამაკაცს გავპრანჭვივარ და მერე დავმეგობრებულვართ, მაგრამ პირიქით არასდროს მომხდარა – მეგობრობა სიყვარულში არასდროს გადაზრდილა…

როცა რაღაცაა მოსაყოლი, კაც მეგობარს უფრო ინდობ.

ზოგჯერ მითქვამს ჩემი ბიჭებისთვის, ცოლებთან ერთად არ შემიძლია, ნაბახუსევზე გამოსასვლელად რომ წახვალთ, იქ დამიძახეთ-მეთქი. მყავს ორი-სამი მეგობარი, ჩემი ყოფილი მეუღლეების ძმაკაცები არიან ჩემი უახლოესი მეგობრები…“

ასევე იხილეთ