“ორ კაპიკს ვაგროვებდი, ვმუშაობდი კურიერად, დამქონდა შეკვეთები, ვასეირნებდი ძაღლს”

408

ქართველი მომღერალი ლიზა ყენია გადაცემაში “შენი დილა” ამერიკაში განვლილ სირთულეებზე საუბრობს.

როგორც ლიზა იხსენებს, ამერიკაში კურიერად მუშაობდა, დაჰქონდა შეკვეთები და ასეირნებდა ძაღლს.

მომღერლის თქმით, მას ჰქონდა საკუთარი სათქმელი და ამისთვის სტუდია სჭირდებოდა.

“მივხვდი, რომ მეც მაქვს სათქმელი და ამისთვის მჭირდება ჩემი სტუდია, ვმუშაობდი კურიერად, დამქონდა შეკვეთები, ვასეირნებდი ძაღლს…ამ ყველაფრის შედეგად გავაკეთე ჩემი სტუდია, რომელიც ძალიან საყვარელია. ხარისხი უდავოდ კარგი იქნება”, – საუბრობს ლიზა ყენია.