45 წლის ემანუელ მაკრონისა და მასზე 24 წლით უფროსი პირველი ლედის ახალი რომანტიკული ფოტოები

340

ბოლო დროს, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების „ინსტაგრამზე“ სულ უფრო ხშირად ვხედავთ რომანტიკული ფოტოების სერიას, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. 45 წლის საფრანგეთის პრეზიდენტი ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან გადაღებულ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს, მათი ოჯახური იდილია. ბრიჯიტი, რომელიც 24 წლით უფროსია თავის რჩეულზე, ახლა ბედნიერია, როგორც არასდროს.

განსაკუთრებული ყურადღება წყვილმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მიიქცია, სადაც ბრიჯიტი წამით არ ტოვებდა მეუღლეს, იქნებოდა ეს ოფიციალური შეხვედრა, ლოდინი მოსაცდელ ოთახში თუ თავად მატჩები.

პაპარაცებმა წყვილი ქუჩაში სეირნობისას არაერთხელ გადაიღეს, სადაც ასევე ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა მოჩვენებითი სულაც არ არის. თავის მხრივ ბრიჯიტი ისეც გვაოცებს განსაკუთრებული სიყვარულით მოდური ბრენდების მიმართ. ის განსაკუთრებულად გამოიყურებოდა ლურჯ პიჯაკსა და შარვალში, როცა მეუღლესთან ერთად ქუჩაში სეირნობდა. ასევე თეთრ საღამოს პალტოში, სადაც ის მეუღლესთან ჩახუტებული იდგა.

 წყარო: fortuna.ge