დალი ჩიტალაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ საახალწლოდ განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია:
„ძალიან კარგად მესმის ასეთი ხალხის. შეუძლიათ, ვალი აიღონ, ოღონდ სახლში განწყობა შექმნან და მე მივესალმები ამას, რადგან განწყობას ძალიან დიდი ძალა აქვს. უნდათ, ახალ წელს მხიარულად, ბედნიერები, ხვავით და ბარაქით შეხვდნენ… როცა პოზიტიურად ხარ განწყობილი, ისე მიდის შენი ცხოვრებაც…“