„ვისთანაც ჩხუბი მოსვლია, სანამ გარდაიცვლებოდნენ, რამდენიმე თვით ადრე, შემთხვევით სადღაც ვხვდებოდით და ვრიგდებოდით…“
გიორგი გურგულია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ახალგაზრდობაში, როდესაც ჩხუბობდა, ცდილობდა, თუკი ვინმეს იარაღი ჰქონდა, ხელი აეკრა, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარიყო:
„ახლა კი ბავშვები ხოცავენ ერთმანეთს, მხარი როგორ გამკარიო, ამ მიზეზით შეუძლიათ, ადამიანს გულში დანა გაუყარონ, იმიტომ, რომ რაღაცას არიან აყოლილები. არ ფიქრობენ, რომ სხვასაც ღუპავენ და თავსაც იღუპავენ. მერე თავში ხელების რტყმა კი გვიანია.
განგებამ ისე მოახდინა, რომ ყველა ადამიანს, ვისთანაც ჩხუბი მომსვლია, სანამ გარდაიცვლებოდნენ, ერთი თუ სამი თვით ადრე, სადღაც შევხვედრივარ შემთხვევით და შევრიგებულვართ. ეს მამშვიდებს, არ მინდა, ვინმეს ცუდად დავშორდე…“