“სახლში ადრე არ უნდა წამოვსულიყავი და ერთად უნდა ვყოფილიყავით ან იმ ან ამ სამყაროში”

34

13 ივნისის ღამეს ტრაგიკულად დაღუპული დები ზარანდიების ბიძაშვილი თამთა ზარანდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დილიდან ისევ შემომხვდა ფოტოები სხვების გვერდებიდან, საიდანაც მე ვარ მოჭრილი და შემახსენა, რომ 11 წლის წინ, ამ დღეს, სახლში ადრე არ უნდა წამოვსულიყავი და ერთად უნდა ვყოფილიყავით ან იმ ან ამ სამყაროში, როგორც მანამდე მთელი ცხოვრება…

როგორ მინდა აქ იყოთ…“, – წერს თამთა „ფეისბუქ“ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.