ხვიჩა კვარაცხელიას რომანტიკული დღეები პარიზში – რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელის შეყვარებული სოციალურ ქსელში
“ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, საკლუბო ჩემპიონატების გაახლებამდე შეყვარებულთან ერთად პარიზშია.
ხვიჩას რჩეული, ნიცა თავაზე გულშემატკივარს “ინსტაგრამის” სთორებში უზიარებს პარიზული დასვენების ფოტოებს.
ცნობისთვის, საზოგადოებამ უკვე იცის ნიცას შესახებ, მასზე მედია ბევრს წერს, მათ შორის იტალიური გამოცემებიც. ფეხბურთელის შეყვარებული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ხვიჩას მთავარი გულშემატკივარია.
ის საყვარელ ადამიანს ხშირად აკითხავს იტალიაში და მის წარმატებებს იზიარებს.