ახალი წელი ალკოჰოლური სასმელის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ბევრს აწუხებს დალევის შემდგომი მდგომარეობა, ნაბახუსევი.
მოდით, გავიგოთ, რომელი ალკოჰოლური სასმელი იწვევს ყველაზე ძლიერ ნაბახუსევს.
ალკოჰოლური ანტირეიტინგი:
როგორც გაირკვა, ამ მხრივ უდავო ლიდერი აღმოჩნდა ვისკი.
ალკოჰოლური ანტირეიტინგში მეორე ადგილი არაყმა დაიკავა.
მესამე ადგილი კი ღვინოს ხვდა წილად.
რეიტინგს მიღმა არც კოქტეილი დარჩა, რადგან მათში სხვადასხვა სახის ალკოჰოლი შედის.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი რაოდენობით ლუდის დალევაც საშინელ ნაბახუსევს იწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ უფერო სასმელები სუსტ ნაბახუსევს იწვევს, ხოლო შეფერილები ძლიერს. ფაქტია, რომ სხვადასხვა დანამატები, რომლებიც ალკოჰოლს ფერს და გემოს აძლევს, დალევის შემდეგ აუარესებს ადამიანის მდგომარეობას და ძლიერ ნაბახუსევს იწვევს.