“მიყვარს მასთან ერთად გატარებული ის მომენტები…”

481

მომღერალი, მალიბუ რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” ფინალისტ, გურამ შეროზიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერას უცხადებს.

ეს იმ მოგონებების ალბათ ნახევარიც კი არ არის, რაც აქამდე ერთად გამოვიარეთ
პირველ რიგში, სამი საერთო სიმღერა გვაკავშირებს – განსაკუთრებით ”მადლობა” რომელიც ვიცი, რომ ბევრს გიყვართ
შემდეგ უკვე მეორე ამბავია: მახსოვს, ელენამ (გუროს უუუუუმაგრესმა და უტკბილესმა შვილმა) პირველად სახელით რომ მომმართა, როგორი შეგრძნება მქონდა.. ხატიას და გუროს გავხედე, მომეჩვენა თქო? ცრემლები ძლივს შევიკავე. გურო კი ასწავლიდა ელენას: მიდი მააა, მალიბუ დაუძახე უფრო კარგადო, მა ლი ბუ, აი ასეო.

 მანდ მივხვდი, რომ ეს ბიჭი, მისი ოჯახი და მისი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და ათასი პროცენტით შემეძლო გუროსთვის მეწოდებინა ძმა, რომელიც არასდროს მყოლია.

მესამე ამბავია: როდესაც ერთ დღეს დამირეკა, ისე უბრალოდ მომიკითხა და როგორც თვითონ იტყოდა – ჩემი ცეცხლოვანი ენერგია სადღაც იყო გამქრალი. რაგჭირს შენ? არაფერი, ცოტა რთული პერიოდი მაქვს თქო, საღამოს იქნებ მოვიცალოთ და გავიდეთ სადმეო – ხოდა, იმ საღამოს ვნახე.
სახე წაშლილი მქონდა, ძალიან განვიცდიდი ერთ საკითხს.. მოვუყევი..
მე ვიცი შენ რაც გამოგიყვანს ამ
მდგომარეობიდანო და მართლაც, ზუსტად იცოდა
რაც გიცნობ, ამერიკის ვიზაზე ოცნებობ და ოღონდაც შენ გნახო ბედნიერი, მეტი არაფერი მინდაო.
აბა თუ გამოიცნობთ? ახლა ამ პოსტს ამერიკიდან ვწერ და კი, პირველი ადამიანი ვისი დამსახურებაც არის ჩემი ამერიკის ვიზა, ეს გურამია.
ამ სიტყვებს ვამბობ მილიონ პროცენტიანი დაზუსტებით, რომ ამ ადამიანმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მე ვიზა მიმეღო და ოცნება ამეხდინა.
მეოთხე ამბავი და ჩემთვის უსაყვარლესი ამბავი, სადაც მივხვდი როგორი ადამიანი იყო გურამი: სიმღერა მადლობა როდესაც ჩავწერეთ, კლიპის გადაღებები რომ დაიწყო, გურამის ძალიან დიდი სურვილი იყო მოხუცთა თავშესაფარში წასვლა და საყვარელი ბებო – ბაბუების გახარება. როცა ადგილს მივუახლოვდით, აღმოჩნდა ასეთი ამბავი – ეს თავშესაფარი იყო საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს, თითქმის შეუძლებელი იყო იქ მისვლა და ამ ადამიანების კლიპში გადაღება.
მაგრამ თავი არ დაანება იქ მდგომ დაცვის ბიჭებს, ეხვეწა, ემუდარა, ოღონდ იქ შეგვიშვით და თუ გინდათ ათი პოლიციის მანქანა გამოგვაყოლეთო. კარგი ბიჭები იყვნენ, ქართველები და უთხრეს კიდეც,
რომ ძალიან საშიში იყო მაგრამ ნუ არ გაჩერდა,

იცოდა რომ ის ადამიანები ელოდებოდნენ, გაპრანჭულები და ბედნიერები.. მეც არ დავნებდი, იქ უნდა მივიდეთ თქო. მოკლედ რომ გითხრათ, სამი მანქანა მოგვყვებოდა – ყველაფერი დაგვატოვებინეს კამერის გარდა, ზუსტად 30 წუთი გვქონდა.. ასეთი შეშინებული და თან ამაყი არასდროს ვყოფილვარ. გურამის კი ბედნიერებისგან სახე გაბადრული ქონდა.. თან ვტიროდით ამ ადამიანების სიხარულს რომ ვხედავდით და თან გული გვტკიოდა, ეს ყველაფერი ასეთი საშიში რომ იყო.
ყველა ისტორია რომ მოვყვე, ფიზიკურად შეუძლებელია. ძალიან ბევრია..
მაგრამ რაღაცეებს გეტყვით, რომ უკეთ გაიცნოთ
განსაკუთრებით უყვარს ჭამა და თუ სადმე დაინახავთ როგორ ერთობა ყველა და ამ დროს გურამი ჩუმად მიირთმევს საჭმელს, არ გაგიკვირდეთ!????
არ ეხერხება ცეკვა, საშინლად ცეკვავს!

ოღონდ, ასე სულელურად მოცეკვავე და თან უუუსაყვარლესიი, არავინ მინახავს
უყვარს საკუთარი მანქანა, ოღონდ სულ ეზარება მანქანით სიარული – ფეხით შეუძლია მოიაროს ყველაფერი
არის საოცარი მამა, შვილი, (ყოფილი) მეუღლე და მეგობარი.

უყვარს როდესაც ისმენს სხვადასხვა ადამიანების ჯანსაღ აზრს და თუ რამე საკითხში იცის, რომ ვიღაცას მასზე დიდი გამოცდილება აქვს – აუცილებლად ენდობა მის აზრს ან მინიმუმ ეცდება გაიზიაროს მაინც.
არის ქველმოქმედი და გიჟდება ადამიანების გახარებაზე.
უყვარს მოგზაურობა, ოღონდ ასეც არ შეიძლება ცოტა ზედმეტად უყვარს
ეზიზღება დარეკვა, ურჩევნია მიწერო – რაც არ უნდა იყოს თუ თვითონ დაგირეკათ, აუუფ! სასწაულია
გიჟდება ფოტოების გადაღებაზე, ერთად პოზიორობა ჩვენი ფავორიტი ჰობია
ყველაზე მეტად მენატრება და მიყვარს, მასთან ერთად გატარებული ის მომენტები, როდესაც, მანქანით სადმე მივდიოდით და ბოოლო ხმაზე ვუსმენდით
სიმღერებს, ვყვებოდით, ვიცინოდით, ვეჯიბრებოდით რომელი უფრო კარგ სიმღერას ჩართავდა და ისე გავივლიდით გზის დიდ მანძილს, რომ ვერც მივხვდებოდით

ხოდა, ამერიკიდან რომ ჩამოვალ და ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტები, მინდა რომ პირადად მივულოცო ის გამარჯვება, რასაც ახლა ამ პროექტში იმსახურებს.
არ დაიზაროთ გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ფინალში
შეიძლება პროექტში თავს სრულიად მარტო გრძნობს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გარეთ უამრავი ადამიანი ყავს ვინც მხარს უჭერს”, – წერს მომღერალი.