“ბატონო ლევან,გამარჯობა. მე უნდა მეთქვა რომ ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ”

168

ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ბატონო ლევან,გამარჯობა.

მე უნდა მეთქვა რომ ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ.
აუცილებლად უნდა მეთქვა მთელი საქართველოს სახელით.
მადლობა და ნახვამდის.”
ეს არის მთელი დიალოგი.
რა, არასწორი უთხრა რაიმე?
რა, არ არის გმირი, მეფე ერეკლე,რომელმაც პირველი ბრძოლა 15 წლის ასაკში მიიღო?
არ არის გმირი, რომელმაც ცხოვრებაში 500-მდე ბრძოლა გადაიტანა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა?
მეფე, რომელსაც მოფერებით “პატარა კახი” შეარქვა ერმა.
მეფე, რომელზეც ხშირად წერდნენ ევროპული გაზეთები.
“სისხლის წვიმათა დრო”-ასე ეწოდა მისი მეფობის პერიოდს და ეს სისხლი მტრის იყო!
რა, არ არის არაკაცი,ლევან ბერძენიშვილი?
რა, არ იყო აგენტი და არ ჩაუშვა დისიდენტები?
რა, არ იყო “ქართული ოცნების” კოალიციის სიით პარლამენტის დეპუტატი?
რა, არ განაცდა?
რა, არ ლანძღავს ყველაფერ ქართულს?
მთელი საქართველოს სახელით ვერ გეტყვით მაგრამ ნათიას ჰქონდა უფლება ჩემი,ერთი რიგითი მოქალაქის სახელით ეს ყველაფერი პირში მიეხალა ამ არაკაცისთვის.
იმ ნათიას, რომელიც კვირა არ გავა, რომ არ დამირეკოს ამათუიმ ძაღლის ბედით შეწუხებულმა.
პატრონიანი არა-მიუსაფარი ძაღლის ბედით შეწუხებულმა.
წარმატებებს გისურვებ,ბერიძე ნათია