როდესაც მეფეებს, რელიგიას, ადათ-წესებს გილანძღავენ და ხმას არ იღებ, სვეწკაობა კი არა, ქაჯობაა – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე, ლევან ბერძენიშვილის “post. tv”- ის ჟურნალისტის მიერ ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფის თემაზე გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
“როდესაც მეფეებს, რელიგიას, ადათ-წესებს გილანძღავენ და ხმას არ იღებ, სვეწკაობა კი არა, ქაჯობაამეფეს რომ გაგილანძღავენ, არ შეიმჩნევ და დაამუნათებ მას, ვინც შენი წინაპარი დაიცვა და გამლანძღვლელს საკადრისი პასუხი გასცა, მაშინ გამოთინეიჯერებული გოიმი ჯაფარა ხარ, ფსკერი. რაც შეეხება ბერძენიშვილს, ჩვეულებრივი გოთვერანია” – წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ: ტვ POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ”, – ეუბნება ბერიძე ბერძენიშვილს და ამატებს, რომ ამას “მთელი საქართველოს” სახელით ამბობს.