ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქზე წერს:
“სულ მინდოდა ამის თქმა საჯაროდ და სწორედ დღევანდელ დღეს უნდა ვთქვა. ეროვნული გამოცდები კი არა, საერთოდ არ უნდა არსებობდეს არანაირი გამოცდა. ყველაზე დიდი ბოროტებაა. ადამიანის გაწამების, ნიჭის ჩახშობის, არტახებში მოქცევის და ათასი უბედურების სათავეა. უნდა სწავლა – ისწავლის, არ უნდა – არ ისწავლის. ბოლოს ყველაფერს დამსაქმებელი გადაწყვეტს არა დიპლომის, არამედ გასაუბრებისა და პრაქტიკის გავლის საფუძველზე.
ჩემი აზრით, ყველაზე მეტი უნიჭო სწორედ ფრიადოსნებს შორისაა. სტატისტიკას ქმნის რა. ვის რად უნდა ბევრი ნიჭიერი, საშუალო ნიჭის და ბევრი უფრო კომფორტულია. ნიჭიერი ადამიანისთვის ყველანაირი გამოცდა კოშმარია”, – წერს ვახო სანაია.