“ორსულის ცემა კი არ ყოფილა ძალადობა, ძმამ რომ არაკაცი გაიფინა ის ყოფილა მთავარი”

623

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა მისი ქმრის კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

“ძალიან საინტერესო საზოგადოება გვყავს !! დღეს სურამში ქმარმა მოკლა ცოლი ბავშვების თვალწინ ! ასე ხდება ყოველდღე თითქმის და თურმე დამ რომ დაურეკა ქმარმა მცემა ორსულიო, ორსულის ცემა კი არ ყოფილა ძალადობა, ძმამ რომ არაკაცი გაიფინა ის ყოფილა მთავარი 🤦🏼‍♀️ რა თქმა უნდა პოლიცია უნდა ჩართო, მაგრამ ანუ ძმას დაერეკა პოლიციაში , დამჯდარიყო სახლში და დალოდებოდა როდის ამოხდიდა სულს ცემით სანამ პოლიცია მივიდოდა ?! არა სვავებივით რომ ეტაკნენ ჩემს ქმარს ეს უსაქმური კლავიატურის ჭიები, 3 გოგო ყავს და როგორ გგონიათ? რომელიმემ რომ დარეკოს მსგავსი ინფორმაციით, რას იზამს მამა?! ან სანამ მამა მივა რას ვიზამ მე?! ცხვირპირს გავუერთიანებ !!! არა როგორ აღშფოთდნენ ” – წერს სიჭინავა.