სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ე.ი. გაირკვა , რომ იაკობ ბრეგვაძე რეკავს და იხვეწება გამოაგზავნეთ პატრულიო და არ ურეკავს ნინო გიორგობიანს.. შესაბამისად, ნინო ვერანაირად გაუგზავნიდა მანქანას წამოსაყვანად ხომ?!…
(მე თუ მკითხავთ, ნეტავ კი გაეგო ნინოს და ბევრად ოპერატიულად იმოქმედებდა ყველას გადასარჩენად და არა მხოლოდ ერთის… )
ასევე, გაირკვა რომ ამ ბავშვს არაფერი წაუშლია და უბრალოდ ფორმა ყოფილა ასეთი მიმართვის , წაშლაზე ვარაუდით, რომ დაჩქარდეს ნივთის ამოღება, მოსამართლის ნებართვის გარეშე…
ასევე , გაირკვა, რაც შეეძლო ამ დამფრთხალ ბავშვს , ყველაფერი გაუკეთებია და ამ ჩანაწერს რომ უსმენთ ის ხალხი, ვინც ეს ბიჭი და ნინო გიორგობიანი ლანძღეთ უკანასკნელი სიტყვებით, არ გრცხვენიათ? ასე , წინასწარ და სანამ ბოლომდე რაღაც არ გაირკვევა, როგორ შეგიძლიათ ვიღაცის დაბრალებულზე ადამიანების მიწასთან გასწორება?!..
რა ვიცი, მე შემრცხვებოდა და ბოდიშს მოვიხდიდი…
შეცდომა ყველას შეიძლება დაგვემართოს , მაგრამ როდესღაც ხომ უნდა ვისწავლოთ, რომ მოვლენებს წინ არ გავასწროთ და ადამიანს ვერდიქტი არ გამოვუტანოთ არგუმენტების და ფაქტების გარეშე?!.. საკუთარ თავთან არ გიტყდებათ ამდენი შეცდომები?!…”