ბრაზილიელი მეცნიერების განცხადებით, აივ ინფექციისგან (შიდსი) მსოფლიოში მესამე პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ Science წერს.
36 წლის კაცი, რომელსაც აივ ინფექცია ჰქონდა, მკურნალობის ე.წ აგრესიულ კურსს გადიოდა. მას ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს ასმევდნენ. ასევე ნიკოტინამიდს (ვიტამინი B3) რომელიც დაზიანებულ უჯრედებს აიძულებს გააღვიძოს ლეტალური ვირუსი, რომელიც იმუნიტეტს იცავს.
პაციენტის მკურნალობა 2019 წელს შეწყდა. გამოცემის ცნობით, კაცის სისხლში ვირუსი გაქრა. იმისთვის, რომ მეცნიერები ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ პაციენტმა აივ ინფექცია დაამარცხა, ისინი მის ლიმფურ კვანძებს და კუჭს გამოიკვლევენ.
ამ დრომდე, დადასტურებულია, რომ მსოფლიოში აივ ინფექციისგან ორი ადამიანი განიკურნა. ეს ამერიკელი რაე ბრაუნია და ბრიტანელი ადამ კასტილეჰო. მათ სისხლის კიბოს სამკურნალოდ ძვლის ტვინი გადაუნერგეს.