ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ფემიციდის შესახებ წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუნდობლები იყვნენ.
„ქალთა უფლებებზე რომ ღლიცინებთ ვითომ ძაან კაი ტიპი კაცები… და ქალს რომ არაფერი ეპატიება და კაცს ყველაფერი. საერთოდ იცით ვინ ქალებზე ვსაუბრობთ? საერთოდ თუ ხვდებით ვის დაცვაზეა საუბარი და ვის ძალადობისგან დაფარვაზე?
ვისზე თქვე გაზულუქებულებო და თქვენს დედებზე, თქვენს დებზე, თქვენს ქალიშვილებზე. თუ გგონიათ რაც არ უნდა მაგარი ქართველი იყო შენს დაზე არ იძალადებს ვინმე? ან შენს შვილზე როცა წარმოსახვით ბედნიერ ოჯახში შევა?
რა გაღლიცინებს შე უპატრონო, ან რა გიხარია როცა ქალებზე ძალადობენ, დედა არ გყავს? არ გიფიქრია დედა რა ნაღმებს იყო ამოფარებული რომ არ გეგრძნო რანაირად იცხოვრა, სახლში მთვრალი დაბრუნებული მამაშენის ხელში?
კაცს ყველაფრის უფლება აქვს და ქალს კი არა, ჩემს ქალიშვილს რომ აუგად უთხრას რაიმე ვინმემ, მით უფრო დაჩაგროს (ხმამაღლა ვაცხადებ) ჩვეულებრივად მოვკლავ, აუღელვებლად!
ასე, რომ ძვირფასო ქალებო, თქვენ ყოველთვის მარტო არ ხართ. არსებობენ ისეთი კაცებიც, რომლებიც არ დაუშვებენ ძალადობას, არ დაუშვებენ ჩაგვრას და ბოლოს და ბოლოს თუ ვერაფერს გააკეთებენ, არ იღლიცინებენ მაინც!“– წერს ლიკლიკაძე.