ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის შესახებ წერს:
“ეს ტიპი სუ ეგეთი კი არ იყო, ეხლა როა – თავდაუბანელი და წვერმიტრაწული.
არა, ადრე სუ სხვანაირი იყო, შარვალ-კასტუმიც ეცვა და გალსტუკიც ეკეთა. მაღალჩინოსნების კაბინეტების კარებს წიხლით აღებდა. შედიოდა, თანამდებობის პირებს პირისპირ უჯდებოდა, ეფერებოდა, ეგურგურებოდა, ზოგს ამ მთისაზე ელაპარაკებოდა, ზოგს – იმ მთისაზე.
თქვენ გგონიათ, ჩაჯვი გვარამიას “ბუტკაში” ჯდომას იკადრებდა?
არა, ეხლა უბრალოდ ეგრეა საჭირო, როცა მამული განსაცდელშია, სხვანაირად ვერ მოიქცევა, დროებით შარვალ-კასტუმიც უნდა დაივიწყოს და გალსტუკიც.
ოქტომბრის ბოლოს ნახავთ თქვენა… საჩხერე-ჭიათურაში არჩევნებს რო მოუგებს ბიძინასა!
ჰმ… მერე კი, მერე ისევ აეგეთი გახდება, ადრე რო იყო.
მა რაა, მა რა გგონიათ?!
***
აპრუწუწუნ!!!” – წერს ზედელაშვილი.