“კახი კალაძე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ 5 შვილის მამას დაეხმარა!”

1,675

კახი კალაძე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ 5 შვილის მამას დაეხმარა!- ამის შესახებ ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რას ჰყვება ტაქსის მძღოლი:
(მისი ტაქსი არის თეთრი ფერის, 079, მუშაობს კომპანია მაქსიმში).

მე ტატო ვარ გელაშვილი, თბილისელი უსახლკარო,5 შვილის მამა, ტაქსის მძღოლი….
შეჭრილი ვიყავი შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს. რამოდენიმე გაფრთხილების მერე მოვიდა პოლიცია და გამომასახლა.
დამრჩა ცოლ_შვილი ქუჩაში…გავმწარდი და ასე გამწარებჯლი წავედი სატაქსაოდ, რა მოვიფიქრო, არ ვიცი…უცებ, ვხედავ, კახი დგას თავის ხალხთან ერთად ქუჩაში, ალბაგ უფლუს ნება იყო მასთან შეხვედრა…ინერციით ჩამოვედი მანქანიდან და წავედი კახისკენ..სახე მქონდა ისეთი შეშლილი, რომ გზა არავინ გადამიღობა.
მივედი კახისთან და ვუთხარი ჩემი.მდგომარეობა, ვუთხარი, რომ იმ ღამეს გასათევიც კი არ მქონდა…
იმ ღამეს , 2 საათზე, მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დახმარებით შემიყვანეს ბინაში ჩემი ცოლით და 5 მცირეწლოვანი შვილით და უკვე წელიწადნახევარია ჩუღურეთის გამგეობა მეხმარება ბინის ქირის გადახდაში.
მინდა, მივაწვდინო ჩემი მადლიერების ხმა კახის, ჯიგარ ადამიანს, კაცურ კაცს…ადამიანს, რომელსაც უნდა ენდოს მთელი საქართველო და მიჰყვეს მის მიერ გაკვალულ ბილიკებს.
მინდა ვუთხრა უღრმესი მადლობა ჩუღურეთის გამგებელს ზურაბ ჩიკვილაძეს Zurab Chikviladze რომელმაც ღამე გაათენა იმისათვის, რომ მე და ჩემი ოჯახი ღამე ქუჩაში არ დავეტოვებინეთ!
მადლობა ქალბატონ რიმა ბერაძეს Rima Beradze, მოქალაქეების კეთილდღეობას გადაყოლილ შესანიშნავ ქალბატონს!
“ქართული ოცნება” , ძმა ხარ!”, – წერს ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი.