“რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა”

598

ჟურნალისტი ვახო სანაია  საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით მძიმე შეცდომას უწოდებს.  ამის შესახებ სანაია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

კაპიტანი ხარ. შენ არა ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი. კაპიტანები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ოიერტეზე გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა. რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების გამოსწორების შანს…”, – წერს სანაია.