“გამოვძვრეთ საკუთარი ტყავიდან, რეალობას თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ რაღაც გაუგონარი გვჭირს”

149

მოდელ რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს საკუთარ ფეისბუკგვერდზე მამა პეტრე კოლხი ეხმაურება და წერს, რომ ყველა მოძალადეს უნდა ეშინოდეს ღმერთის.

„ეს „ქართველი ვაჟკაცის“ ნამოქმედარია…

რაც არ უნდა გაბრაზდე, როგორც არ უნდა დაკარგო აზროვნება, ასეთი სიმხეცე მაინც არ უნდა ჩაიდინო…

გამოვძვრეთ საკუთარი ტყავიდან, რეალობას თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ რაღაც გაუგონარი გვჭირს…

„ქართველობას გვართმევენ“, „გამორჩეული ერი ვართ”, „წილხვედრი ქვეყანა ჩვენია“, ასეთი აზროვნების და შეხედულების შედეგია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მერამდენე ქალი-ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი… 

ერთია, ძალადობ ქალზე და უფრო მძიმე სურათია, როცა ამ ძალადობას აყურებინებ შვილს… ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, „როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა!“…

ღმერთის მართლა შეეშინდეს ყველა მოძალადეს, რადგან ყველა მსხვერპლში უფალია!..“, – წერს მამა პეტრე კოლხი.