მუსიკოს, დათო ევგენიძის მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანს, რომელმაც თავის ქმარს ღვიძლი გადაუნერგა, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.
“ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე…. მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად…. თქვენ “არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს სასწაული რომ გააკეთეთ.
მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ…“, – წერს ნინო ჟვანია.
ცნობისთვის, მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.