მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე ემოციურ ისტორიას იხსენებს და აცხადებს, რომ შვილი ძალიან ენატრება.
„27 აპრილი – ასე მიულოცა დაბადების დღე შაკოს.
ბოლოს ზურგიდან მიეპარა, მაგრად მოუჭირა თავისი დიდი „ტორები“, აკოცა და ხელს აღარ უშვებდა.
მეორე დილას დავრეკე მოსაკითხად შაკოსთან და თაკომ მითხრა, საავადმყოფოში ვართ, შაკოს ძლიერი ტკივილი ჰქონდა მთელი ღამე, ზურგისო. ლევანიკოს ეძინა, შევვარდი ოთახში და დავუყვირე, ყველაფერი რომ უცნაური იცი, მგონი, შაკოს ნეკნები გაუტეხე, ცუდად არი-თქო. ჯერ ვერ გაიაზრა რას ვეუბნებოდი, მერე, უცებ წამოხტა და წავედით საავადმყოფოში. შარშან, ამ დღეს, ამ დროს. როგორც დასჯილი ბავშვი-თავისი განუყრელ “ტროსტზე” თავჩამოდებული იჯდა და ელოდებოდა პასუხს. რომ გვითხრეს, არაფერი აქვს გატეხილიო, თვალზე ცრემლები მოადგა და როგორც იცოდა, გვერდზე გაიცინა უუფ-ო, ამოისუნთქა
ასე უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი.
ასე უსაზღვროდ ტკივილიანი იყო გუშინდელი დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი იყო ჩუმად, უშენოდ, უსიმღეროდ, მაგრამ მაინც შენთან ერთად გავატარეთ.
შაკო, დედი მიყვარხართ“,- აცხადებს მელიტა ფურცელაძე.