“მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად ნიკა გვარამიას დავუდგები გვერდით, იმიტომ, რომ მისი გვერდი ხელშეუხებელია”

1,099

დავით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“პრესის ფურცლებიდან:
ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს
. . .
აი, არ უნდა და არ მივა.
იმიტომ, რომ ნიკაა გვარამია და მისთვის ყველაფერი შეიძლება.
მე კი, ორი კიტრი მოვიპარე დეზერტირების ბაზარში და ჩამოხჩობა მომისაჯეს.
დილით მოვიპარე, შუადღეზე სასამართლო იყო, საღამოს კი სიკვდილით დამსაჯეს.
კიდე კარგი, გაითვალისწინეს რა ჩემი სამხედრო წარსული, თავადური წარმომავლობა და ის, რომ სკოლა ვერცხლის მედალით დავამთავრე, და ჩამოხჩობა დახვრეტით შემიცვალეს.
პატივი მცეს, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობასა და პარტიას.
მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად ნიკა გვარამიას დავუდგები გვერდით, იმიტომ, რომ მისი გვერდი ხელშეუხებელია.”