როგორ გრძნობენ თავს დათო ევგენიძე და მისი დონორი – რას ამბობს გიორგი მახარაშვილი?

184

რო­გორც ცნობ­ლია, მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში, კლი­ნი­კა BAU Medical Park Goztepe-ში გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და და 12-სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მუ­სი­კო­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი­სა და დათო ევ­გე­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ორი დღის წინ მუ­სი­კო­სის შვი­ლი ლიკა ევ­გე­ნი­ძე წერ­და. ამ­ჯე­რად მოკ­ლე ვი­დეო გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ ორი­ვე უკეთ არის.

გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი:

“ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლას ვერ გპა­სუ­ხობთ. დღეს ცოტა უკე­თე ვართ მეც და და­თოც. ჭა­მაც და­ვი­წყეთ და დე­რე­ფან­შიც ვსე­რი­ნობთ. იმ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გვი­სურ­ვა კარ­გი სურ­ვი­ლე­ბი, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. გკოც­ნით, გეხ­ვე­ვით…”