“ქეთა თოფურიაც წავიდა თავის დროზე და მოგვისმენია მისი ღიღინი იმ დარბაზში სადაც ვალოდია იჯდა”

1,355

მწერალმა და ტელეწამყვანმა დათო გორგილაძემ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას რუსეთის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით „ფეიბუქის“ პირად გვერდზე სტატუსი გამოქვეყნა.

გორგილაძის პოსტში აღნიშნულია, რომ „ცსკა“-ის მოგებულ თამაშზე შენგელიას მიერ საქართველოს დროშის მოიხვევა და ფრიალი ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.

„რუსეთში საქართველოს დროშის ფრიალი ფუჭი გასროლაა, გამარჯვებას არ უდრის. „ცსკა“-ის მოგებულ თამაშზე თუ შენგელია დროშას მოიხვევს, ეს არათუ არაფერს ნიშნავს, ცუდიცაა.

იმათაც ეგ უნდათ, ალაგ-ალაგ გამოჩნდეს ჩვენი დროშა, ქართული სიმღერა, ცნობილი ქართველები „მოსკოვებში, ლენინგრადებში“ და მერე ისევ დაიქოქოს კარგად ნაცნობი სცენარი: „მი ბრაწია, გრუზინსკაე ვინო, კაკ დრუჟნა ჟილი, ხაჩიპური, ხვანჩკარა, დჟიგიტი, კ ჩორტუ პალიწიკა, კ ჩორტუ ზაპად ი ივროპა“.

თორემ აგერ, ქეთა თოფურიაც წავიდა თავის დროზე მებაირახტრედ და მოგვისმენია მისი ღიღინი იმ დარბაზში სადაც ვალოდია პირველ რიგში იჯდა“, – წერს გორგილაძე