შაკირას ახალი რომანი აქვს? – პიკესთან სკანდალური დაშორების შემდეგ მომღერალი ტომ კრუზთან ერთად გამოჩნდა

197

მსოფ­ლიო ტა­ბო­ლო­ი­დე­ბი შა­კი­რას ახალ რო­მან­ზე ალა­პა­რაკ­დნენ მას მერე, რაც 7 მა­ისს, მომ­ღე­რა­ლი მა­ი­ა­მი­ში,” ფორ­მუ­ლა 1″-ის გრან-პრის რბო­ლა­ზე მსა­ხი­ობ ტომ კრუზ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ისი­ნი არა­ვის ემა­ლე­ბოდ­ნენ, თა­ვი­სუფ­ლად ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და პო­ზი­რებ­დნენ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე. ამის გამო, ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ისი­ნი უბ­რა­ლოდ, ერ­თად ატა­რებ­დნენ დროს, რო­გორც მე­გობ­რე­ბი, თუმ­ცა Page Six-ის მო­პო­ვე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შა­კი­რამ და ტომ კრუზ­მა გრან პრი ადრე და­ტო­ვეს და ცალ­კე სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, რათა დრო ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ტრა­სი­დან მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ცი­ლეს.

რბო­ლა­ზე მყოფ­მა დაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ფან­მა ვი­დე­ოც კი გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც შა­კი­რა და კრუ­ზი VIP ზო­ნა­ში ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ. მომ­ღე­რალს მისი ერთ-ერთი ვა­ჟიც თან ახ­ლდა.

შა­კი­რა ამ ცოტა ხნის წინ და­შორ­და ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლავს, პი­კეს. ისი­ნი 11 წელი ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად და ორი ვაჟი ჰყავთ – 10 წლის მი­ლა­ნი და 8 წლის საშა. წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი პი­კეს ღა­ლა­ტი გახ­და. რაც შე­ე­ხე­ბა კრუზს, ამ ეტაპ­ზე ისიც შა­კი­რა­სა­ვით მარ­ტო­ხე­ლაა. 2012 წელს ქეით ჰოლმსთან გაყ­რის შემ­დეგ, მისი პარტნი­ო­რის თა­ო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.