“ერთად რომ დავიწყეთ ცხოვრება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით… რთული ორი წელი გამოვიარეთ”

205

ვახო სა­ნა­ია ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მას მე­უღ­ლეს­თან, თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა და წყვილ­მა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. წყი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ქორ­წინ­და და სა­ერ­თო შვილს სანი სა­ნა­ი­ას ზრდი­ან. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჟურ­ნა­ლისტ მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძეს­თან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, ჟურ­ნა­ლისტს ნა­თია გა­ბუ­ნი­ას­თან ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის მე­სა­მე მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს…

თა­მუ­ნა:

– ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნით, კა­ფე­ში, აბა­ში­ძე­ზე. ჩემს მე­გო­ბარ­თან, რუსო აბა­ში­ძეს­თან მი­ვე­დი, რო­მე­ლიც იქ მე­ლო­დე­ბო­და. რომ შე­ვე­დი, იქ იჯდა და ტე­ლე­ფონ­ში იყუ­რე­ბო­და, ეს იყო 2012 წელს. პო­ლი­ტი­კა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, ეს თავ­ჩარ­გუ­ლი იყო ტე­ლე­ფონ­ში, არ გვაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას და რა­ღა­ცა­ზე ვკი­თხე, შენ ამა­ზე რა აზ­რის ხართ-თქო, ვი­ცო­დი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

ვახო:

– რუსო ვა­შა­კი­ძემ შემ­ჭა­მა, გა­მომ­ყე­ვი, ეკა კვე­სი­ტა­ძე უნდა ვნა­ხოო. მი­ვე­დით კა­ფე­ში, ტე­ლე­ფო­ნი ახა­ლი ნა­ყი­დი მქონ­და და რა­ღა­ცებს ვარ­კვევ­დი. ესე­ნი სა­უბ­რო­ბენ, მორ­ჩნენ თა­ვის საქ­მე­ზე სა­უ­ბარს და რუ­სოს ვუ­თხა­რი, წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. მო­ი­ცა­დე, თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი უნდა მო­ვი­დე­სო. არ ვი­ცო­დი ვინ იყო თა­მუ­ნა, რა­ტომ უნდა ვე­ლო­დო ვი­ღაც თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვილს. ვი­ღაც შე­მო­ვი­და და დაჯ­და, გა­ა­ბეს პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი და უცებ რა­ღაც მკი­თხა და თავი ავ­წიე, დღემ­დე აწე­უ­ლი თა­ვით ვარ. მას შემ­დეგ, დიდი დრო გა­ვი­და, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, თა­მუ­ნას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. ეს მო­მენ­ტი დარ­ჩა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­მუ­დად­მოდ და მას შემ­დეგ, 7 წელი გა­ვი­და და ჩვე­ნი გზე­ბი შემ­დეგ 2019 წელს გა­და­იკ­ვე­თა.

ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რიც ყო­ფი­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ფე­ის­ბუქ­ზე დავ­წე­რე მისი სა­ხე­ლი და მო­წყე­ნის ნი­შა­ნი. ამ დროს მომ­წე­რა თა­მუ­ნამ და მკი­თხა, რა მოხ­და. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნამ რა­ღაც მომ­წე­რა. ამის შემ­დე­გაც გა­ვი­და დრო, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. მე აღარ ვი­ყა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, არც თა­მუ­ნა და შემ­დეგ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა.