“ასეთი დედების და მამების შვილებს სთხოვთ სიმართლეს?”

814

ჟურნალისტი  ხათუნა პაიჭაძე, ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

“სასწაული ხალხი ვართ. შვილებისგან ვითხოვთ იმას რაც არ გვისწავლებია, რისი მაგალითიც არ მიგვიცია…როცა ერთ-ერთ სამინისტროში რეორგანიზაციის საბაბით თანამშრომლები გაყარეს სამსახურიდან, ერთ-ერთმა სასამართლოში იჩივლა და საკუთარ ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში მოწმედ წაყოლა სთხოვა.

განა რამე განსაკუთრებული.. უნდა დაედასტურებინათ ამ ადამიანის კომპეტენცია და რა გგონიათ? ამდენ ხალხში არცერთი არ დათანხმდა, რომ მოწმედ წაყოლოდა საკუთარ თანამშრომელს, რომელთანაც ერთ ოთახში წლები ჰქონდა გატარებული. თქვენ ასეთი საზოგადოების, ასეთი დედების და მამების შვილებს სთხოვთ სიმართლეს?”- წერს ხათუნა პაიჭაძე.