“გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე, ამ ორი დღის მანძილზე.
„მადლობა ყველაფრისთვის“ – ეს ის სიტყვებია, რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ.
მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ“ – ვკითხულობთ პოსტში.