“შავ სიაში ვიყავით, ჩემი სიცოცხლეც საფრთხეში იყო, სიმართლეს მოგახსენებთ, ამას მითვლიდნენ და მეუბნებოდნენ კიდეც…“

247

ზურა მანჯავიძე ჟურნალ „სარკესთან“ იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ნაციონალების დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაბლოკილი იყო:

„მოგეხსენებათ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო წლების განმავლობაში არა მარტო მე, ჩემი ანსამბლიც შავ სიაში იყო. ყოველგვარი საშუალება კონცერტებზე გამოსვლისა მოგვესპო, ჩემი სიცოცხლეც საფრთხეში იყო, სიმართლეს მოგახსენებთ, ამას მითვლიდნენ და მეუბნებოდნენ კიდეც. რომ არა კეთილი ადამიანები, შეიძლებოდა, ვერც გადავრჩენილიყავი, ბევრჯერ ჩემი ოჯახის ნახვასაც ვერ ვახერხებდი…“