ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ტყუილებითა და სიბინძურით გაჯერებული მავნებელ ნაცოპოზიცია სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს წაფორხილებას: ხან კორონავირუსს ევედრებოდა რამენაირად მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ხან ექიმებს ლანძღავდა, ხან შიმშილობას და ეკონომიკურ კოლაფსს აანონსებდა..და ახლა კი არიქა სანქციების დაწესებით ემუქრება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ხალხსა და სრულიად საქართველოს.
არ გაგივათ მავნებლებო, ჯერ ერთი რომ წარმოდგენა არ გაქვთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მეორეც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ვერც თქვენი ლობიზმში დახარჯული მილიონები და ვერც თქვენი ვერაგული გეგმები ვერანაირად ვერ შეცვლის ორი სტრატეგიული პარტნიურის-ამერიკისა და საქართველოს მართლაც უმნიშვნელოვანეს ურთიერთობებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს არ ყოფილა!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.