“3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო?”

1,165

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„როგორი გამორჩეულიც ახლა არის ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო“,- წერს ანი შაქარაშვილი.