„საუკეთესოები ბრუნდებიან” – მეგაპროექტი „ამერიკის ვარსკვლავი” ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს

ნუცა ბუზალაძე, რომელმაც ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში წარმატებული გამოსვლებით დაამახსოვრა ყველას თავი და საუკეთესო 12 მონაწილეს შორისაც მოხვდა, „ამერიკის ვარსკვლავის” დიდ ოჯახში დაბრუნებით ბედნიერია.

როგორც ცნობილია, პროექტის ფინალურ ეტაპზე, ნუცა დიდ სცენაზე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ნუცა მხოლოდ იმას ამბობს, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, ვისთან იმღერებს დუეტს მუსიკალური პროექტის ფინალში.

ნუცას და სხვა საუკეთესო 12 მონაწილის შესახებ American Idol-მა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საუკეთესოები კონკურსში ბრუნდებიან.

ცნობილია, რომ მუსიკალური პროექტის ფინალი 21 მაისს გაიმართება.

„მოგენატრათ ჩემი ხილვა ტელევიზიაში?…21 მაისს American Idol-ის გრანდიოზულ ფინალში ვბრუნდები. „ჩემი უდიდესი ოცნებისკენ სვლა დაიწყო”, – წერს ნუცა ბუზალაძე.

ასევე იხილეთ