“მადლობა, დედოფალო!” – რა აჩუქა კაილი მინოუგმა ნუცა ბუზალაძეს?

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ის საჩუქარია ასახული, რომელიც მას მომღერალმა კაილი მინოუგმა აჩუქა.

როგორც ფოტოდან ჩანს, მინოუგმა მას თავისი ბრენდის პროსეკო უსახსოვრა.

„დიდი მადლობა, დედოფალო! მიყვარხარ! ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო”,- დაწერა ნუცა ბუზალაძემ ინსტაგრამზე.

ეგახსენებთ, რომ ამერიკის ვარსკვლავის ფინალზე ნუცა ბუზალაძისა და კაილი მინოუგის დუეტი შედგა.

კაილიმ ახალი სიმღერა, PADAM PADAM შეასრულა. ნუცასთან ერთად კი თავისი ცნობილი ჰიტი Can’t Get You Out Of My Head.

ასევე იხილეთ