“მე და კრის ჯენერი “ლეიკერსის” თამაშზე… შეიძლება ჩემი მენეჯერიც იყოს?”

172

22 მა­ისს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ამე­რი­კუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის American idol-ის ფი­ნა­ლურ შო­უ­ზე კონ­კურ­სის სა­უ­კე­თე­სო 12 მომ­ღე­რალ­თან გა­მო­ვი­და.

მათ ჟი­უ­რის წევრ ლა­ი­ო­ნელ რი­ჩის­თან ერ­თად იმ­ღე­რეს. ასე­ვე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგნენ დუ­ე­ტე­ბით ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად. ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ კა­ი­ლი მი­ნო­უ­გის­თან ერ­თად იმ­ღე­რა და ეს შოუს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ნო­მე­რი აღ­მოჩ­ნდა.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ამე­რი­კა­ში რჩე­ბა და რო­გორც ჩანს, დიდი გეგ­მე­ბი აქვს.
მან კარ­და­ში­ა­ნე­ბის დე­დას­თან ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერ კრის ჯე­ნერ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

“მე და კრის ჯე­ნე­რი “ლე­ი­კერ­სის” თა­მა­შის დღეს. შე­იძ­ლე­ბა ჩემი Momager-იც იყოს?