“ეკლესიური ცხოვრება ძალიან მამშვიდებს”

ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ლოცვის ძალასა და თავისი ეკლესიური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

“ჩემი მოძღვარი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. ჩემი ასეთი მდგომარეობა მისი დამსახურებაა და მადლობა ამისთვის, რადგან ეკლესიური ცხოვრება ძალიან მამშვიდებს და ცხოვრებას მიიოლებს.

ლოცვა ერთ-ერთი მედიტაციაა. სხვა ტიპის მედიტაციებითაც ვარ დაკავებული, ბევრი რამ გამომიცდია დამოუკიდებლად და სპეციალისტების დახმარებით და ეს ყველაფერი მეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ძალიან სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ და როგორღაც უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს…“,- ამბობს ტელეწამყვანი.

ასევე იხილეთ