“რთულია უყურო, შენი თანამემამულე, ე.წ. მშვიდობის დროს, მექსიკის საზღვარზე, გადაყვლეფილი ფეხებით, გაუპატიურების კორდონის გავლით, ქუჩაში, მანქანაში როგორ ცხოვრობს“

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ძალიან რთულია, უყურო, შენი თანამემამულე, ე.წ. მშვიდობის დროს, მექსიკის საზღვარზე, გადაყვლეფილი ფეხებით, გაუპატიურების კორდონის გავლით, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, დღეს ქუჩაში, მანქანაში ცხოვრობს.

ძალიან რთულია, უყურო, შენი თანამემამულეები, სერიოზული დაავადებით, ავადმყოფი ბავშვებით, ფეხმძიმე ქალები, საზღვარზე, ფეხით როგორ გადმოდიან, მკურნალობის იმედით და ხშირად, დაგვიანებულია მკურნალობა.

მხოლოდ ღმერთია მოწმე და მათი უიმედობით დაღლილი სული, რა დამცირებას ყლაპავენ და კიდევ რა რთული გზის გავლა უწევთ, ოცნების ილუზიის ასრულებამდე. ან ცხოვრების სრულ კრახამდე. 

აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავიბრუნებთ- ამ სლოგანებს ისვრის თქვენი მთავრობა.

მაშინ, როცა მშვიდობის დროს, აფხაზეთის დევნილებმა საკუთარ სამშობლოში სიკვიდლის გზა განვლეს, დღეს, აფხაზეთის გარეშე, საკუთარის სამშობლოდან, ამერიკის საზღვარზე, უარეს მდგომარეობაში დგანან, იმედგადაწურულები, რომ სიკვდილს უყურონ თვალებში, ბავშვების მომავლის იმედით, ვალების გასტუმრების იმედით, რომელიც, რატომღაც, არასოდეს სრულდება.

რატომღაც, არასოდეს არავინ ისჯება, არც აფხაზეთის დროს საქართველოს მიწების გამყიდველი, არც 2008 წლის დროს საქართველოს მიწების გამყიდველი და არც დღეს, არავინ უფიქრდება იმ ფაქტს, რომ “მშვიდობიანობის” დროს, ასიათასობით ქართველი, სხვა ქვეყნის საზღვართან, მშვიდ, უზრუნველ და მშვიდობიან მომავალს რატომ ეძებს.

მე ვთვლი, ეს იმ პრემიერმაც იცის, გაუთოებული თეთრი პერანგით და უკვე მილიარდებით ჯიბეში, წელიწადში 20 ათას ლარის სიმსივნის მკურნალობაზე, ფულის გამოყოფით, აპლოდისმენტებს უკვე ღიად მოურიდებელი კმაყოფილი ღიმილით რომ იღებს; 

სამედიცინო მუშაკების 5 ლარი საათში ხელფასზე აპლოდისმენტებს; გაუმართავ განათლების სისტემაზე; გაუმართავ გზებზე; გაუმართავ ეკონომიკაზე; ბანკების მძარცველობაზე; უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობაზე; გადაბუგულ საზღვარზე; შიმშილით გაჩხიკინებულ ბავშვებზე; დაუცველ მარტოხელა დედებზე; მშიერ, მიზერულ პენსიის ამარად დარჩენილ მოხუცებზე; დალეწეილ “კულტურაზე” და სპორტზე; გაღრუტუნებულ ჩინოვნიკებზე; უნამუსო მთავრობაზე; უაპსუხიოსმგებლო “პარტიაზე”; ქალების შეურაცხყოფაზე; უფულობით გაპარტახებულ სოფლის მეურნეობაზე;

უპატრონო ქვეყანაზე.

ჩემი და აქედან შოკში გავუშვი, ფაქტები რომ ვაჩვენე;

შოკში გავუშვი, რომ მოვუყევი, კულუარებში, ქართველი “პოლიტიკოსები” და უდიპლომო ბანძი “დიპლომატები” მიღებებზე რა თავაწეულები დგანან. 

აბსურდის თეატრია, იდგე გაღიმებული იმ ქვეყანაში, რომელიც შენს მშიერ და მუხლებზე დგომით დაღლილ თანამემამულეს კარს უღებს, შენი უნიათობის გამო.

ეს მხოლოდ ერთს არ ეხება; ეს იმ “ერთგულებს” ეხებათ- უბრალოდ ვერ ვხვდები, ვისი ან რისი “ერთგულები” ხართ, როცა სამშობლო უბრალო ადამიანებით იწყება, შენი მიწით იწყება, შენი მეგობრის, მეზობლის, თანამემამულის ბედნიერებით და უბედურებით იწყება…

აღარაფერს ვწერ და არც პოლიტიკას განვიხილავ.

მე ფაქტები ვიცი და მწყინს, როცა საქართველოზე რაღაც ღრუბლებიდან მოტანილ ფაქტებს ვხედავ, “სტატისტიკას”, რომელიც რალობას არ შეესაბამება.

დღეს მიშა უკვე ჭამს გრანიტს- ისე არა, როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც ჭამს, სექსით შუალედებში; ხვალ თქვენ შეჭამთ, იმიტომ, რომ არ შეიძ;ლება, სამშობლო ერთი კაცის ერთგულების ფიცის იმედზე იყოს; არც ერთგული ხართ, ღმერთმანი….სამშობლოს მოსიყვარულე კაცი, სხვის უბედურებაზე არ მდიდრდება და არც ხარობს.

ჩამოდით ველოსიპედებით იარეთ, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში…

ვიღაც იტყვის- რა იყო, რა დღეს გაგახსენდა შე კაი ქალო…

ვაი, რომ გუშინწინაც, შარშანაც, 10 წლის წინაც ამ ცინიკური ღიმილით ვუყურებდი,  მტაცებლები თანამდებობას როგორ ინაწილებდნენ, მეგონა, გაუსკდებათ კუჭი ჭამით, იქნებ გამოძღნენ და – არა, შევცდი.

გუშინ ბაჩიაშვილს წაუყენეთ ბრალდებები, პოლიტიკურში გადაიყვანეთ; ხვალ ნატო ხაინდრავას ნეხვის ფარდული გასკდება; ზეგ- კიდევ ვიღაცის..

და სკდება, სკდება და რა ვერ გასკდა ისე, მთელი ნეხვი ამოიფხიკოს მყრალი თევზის თავიდან, რომ ლპება ლპება 1989 წლიდან და ვერ დალპა ისე, ხალხმა ფეხით სხვის საზღვარზე არ იაროს და სამშობლო ელანდებოდეს, სიზმარში და ფეხით მოვლილი უცხო მიწის უდაბნოების მირაჟებში.

მრცხვენია, ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ამდენ მთავრობას ვუყურებ და ვყეფ, ვყეფ, ვყეფ…

თქვენი, უნამუსოების ქარავანი კი არ მთავრდება…

უბრალოდ მტკივა, ამერიკის ქუჩებში, ძალიან კარგი ბიჭები, უსახლკაროდ რომ არიან და თავ ბედს იწყევლიან, რატომ უნდა სჭირდებოდეთ სამშობლოს დატოვება, უკეთესი მომავლის იმედით, სანამ ჩვენი ერთი კაცის თვალში ფერფლის შემყრელი ვირები მილიარდებს შოულობენ.

ის არ მეყო, ქართველი კაცის გაუპატიურება ვერ გადამიტანია წინა მთავრობისგან, ახლა ამ უვიცების, უნახავი ბანძების სათარეშო გახდა.

და ნუ აჩუმებთ რა დეას და ნუ ემუქრებით.

ჩვენი ყველას ვალია, ვიმუშაოთ გაუმჯობესებაზე.

თუმცა ბოდიში- სამსახური დიდი ფუფუნებაა. წესიერი ადამიანების ადგილი იმ ქვეყანაში არ დარჩა.

დავით კლდიაშვილის მწარე სიმართლემ არ უშველა იმ ქვეყანას, არც კომუნისტების გაკვეთილმა, არც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, არც 9 აპრილმა, არც კაცების მიჩმორების მთავრობამ, არც 2008 წლის ომმა, არც გახაირას ბოდიშებმა, არც ქალმა პრეზიდენტმა, არც შადრევნებში დაღუპული ბავშვების დაუდევრობამ, არც უკრაინის მაგალითმა, არც შიმშილით გაქცეული მოსახლეობის ფაქტებმა…

ვწეროთ, ვილაპარაკოთ და არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ. ხელისუფლება და გადაწყვეტილებები ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არა გაუმაძღარ ხელმწიფეებს.

იქამდე კი მტკივა, მტკივა, უსამშობლო, უსახლკარო თანამემამულეების სიმწრის მოწმედ ყოფნა. 

რომ შემეძლოს, დავეხმარები და ვეხმარები შეძლებისდაგვარად. ვინც უნდა იჭერდეს კბილებით, თავის თანამემამულეებს და სახლში მუშაობის პირობებს უქმნიდეს და ნორმალურ ხელფასებს უბალანსებდეს, იმას (იმათ) ფეხებზე ჰკიდიათ. 

რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო. არაა ასე. რაც არ გვკლავს, ცოტა ხანში მაინც გვკლავს და იქნებ დავეხმაროთ ერთმანეთს, ლოზუნგების იმედზე რომ არ ვიყოთ და ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ, ჩვენ თვითონ. სამართლიანი მოთხოვნებით, ხალხთან დავალება შეასრულონ. ან სხვები მოვიდნენ, ვისაც ძალუძთ ცვლილება და ტვინი აქვთ.

არ გაკეთდება საქმე, არა. არ შეიძლება გამოცდილების გარეშე მინისტრობა, ელჩობა, დირექტორობა, თანამდებობა.

უნდა იცოდე, ისწავლო, გამოცდილება გქონდეს. და მაშინაც კი, ხალხის ნდობაა საჭირო, პირველ რიგში. მოუსყიდავი ნდობა და პატივისცემა. უნდა სჯეროდეთ, საქმით.

რატომ

უნდა ვიყო ჩუმად ან არ ვილაპარაკო სახელებით, ვის შევუნახო ხათრი, როცა ჩემი ხალხი წვალობს. ხალხი, რომელიც მიყვარს და ჩემი სამშობლო იძირება. რატომ

უნდა გაჩუმდე. რა ლოგიკით უნდა გავიღიმო???

და ხო- ბო*ები და პრო*ები, თქვენი, ‘ერთგულების’ რიგებში მოიკითხეთ“, – წერს იუნა.

ასევე იხილეთ