ექიმ ლევან ქარაზანაშვილს მეუღლე ქეთი ძიგუა დაბადების დღეს ულოცავს. ქეთი ძიგუამ მისალოც ტექსტს საოჯახო ფოტოებიც დაურთო თან, რომელიც წყვილს უსაყვარლეს მატილდესთან ერთად აქვს გადაღებული.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო იდეალურო მეუღლევ. გისურვებ უდიდეს ბედნიერებას. მიყვარხარ“, – წერს ქეთი ძიგუა.
ლევან ქარაზანაშვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. ცნობილ ექიმს ბედნიერება და წარმატებები უსურვეს.