გიორგი შაქარაშვილის დედის პირველი კომენტარი

628

ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აქვეყნებს.

გამოქვეყნებული სურათის ქვემოთ შაქარასვილის დედა თამუნა შალვაშვილი ტოვებს კომენტარს: „ჩემი უნაკლო“, – წერს თამუნა.

აქამდე შაქარაშვილის დედას საჯაროდ კომენატრი არ დაუფიქსირებია. მის მიმართ უცნობმა ადამიანებმა თანგრძნობა გამოხატეს და კომენტარების საშუალებით სამძიმარს უცხადებენ. სრულიად უცხო ადამიანები თამუნა შალვაშვილის გამხნევებას ცდილობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გაზრდილი შვილი სამაყო იყო.