ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილი ფეისბუქში შემდეგ პოსტს ავრცელებს:
“შუადღით, №21 ლურჯი ავტობუსით მომიწია მგზავრობამ.
მოგეხსენებათ, სიცხე, პირბადე, გადაღლა… და უცებ ვიგრძენი, რომ სუნთქვა გამიჭირდა… ჩანთა გავხსენი და შეუმჩნევლად წამალი ამოვიღე, არ მინდოდა ყურადღების მიპყრობა.
მაგრამ მოულოდნელად კონტროლიორის ხმა გავიგე, შეუძლოდაა ქალბატონი, წამალს ეძებსო…
ჩასვლამდე არ მომცილებია, ცივი ყინულოვანი წყალიც კი მომიტანა. მერე სასიამოვნო დღეც მისურვა…
ამას მოკლედ ვწერ… მელიქიშვილიდან წერეთლის გამზირამდე მისი ყურადღება და გულისხმიერება არ მომკლებია.
რატომღაც ძალიან მომინდა ამ ქალბატონისთვის მადლობის გადახდა. იმდენი უარყოფითი მოგვეძალა ირგვლივ, მინდა, ამ პატარა სიკეთის გამონათებაზეც ვთქვა, მინდა იცოდნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც.
მზია ლურსმანაშვილი ვარო, მითხრა ჩასვლისას.
დიდი მადლობა, ქალბატონო მზია, ჩვენს ცხოვრებას სწორედ თქვენნაირი გულითადი ადამიანები ალამაზებენ…” – წერს თამარ შაიშმელაშვილი.