დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

233

თბილისში, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში ერთ-ერთ ქუ­ჩას ილუ­ზი­ო­ნისტ ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რი­ას სა­ხე­ლი ეწო­და. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს წევ­რი, ჩუღურეთის რაიონის მა­ჟო­რი­ტარ­ი დე­პუ­ტატი, ზუ­რაბ ჩიკ­ვი­ლა­ძე ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საუბარია გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ქუ­ჩის მო­ნაკ­ვეთ­სა და გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ჩიხზე.

„ზურაბ ვადაჭკორია თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა ის.

ჩემთვის, როგორც ჩუღურეთის რაიონის მკვიდრისთვის და ამ რაიონის მაჟორიტარისთვის, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ზურაბ ვადაჭკორიას სახელის უკვდავსაყოფად ჩვენს რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და გიორგი ჩიტაიას ჩიხს, ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭა.

აღნიშნული საკითხის შესწავლის პროცესში, ჩემი როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჩართულობით განხორციელდა ქუჩის შერჩევა.

ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი ამ პროცესში იყო ჩართული.