„ასე მგონია ხვალ გამოცდა უნდა ჩავაბარო მის უდიდებულესობა ქუთაისს.. მადლობა ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთისთვის“

176

„ქართული თეატრის ამბავი ანუ..“ — ამ პერფორმანსით წარდგება თეატრმცოდნე, მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე ხვალ, პირველ სექტემბერს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში. როგორც ნიკოლოზ წულუკიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ სამადლობელ პოსტში აღნიშნავს, ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა.

„ასე მგონია ხვალ გამოცდა უნდა ჩავაბარო მის უდიდებულესობა ქუთაისს ❤

ამ ქალაქში თეატრი (და მგონი ყველაფერი) განსაკუთრებულად უყვართ.

მადლობა ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთისთვის.“ – წერს ნიკოლოზ წულუკიძე