ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა. დაიღუპა 35 წლის ავთო კულუმბეგოვი, რომელიც ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
ტრაგედიას ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მადლობას უხდის ხალხს მისი ტკივილის გაზიარებისთვის.
„ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.