“სანდრას მამას მატერიალური ზიანის მიყენება ჩემთვის დღემდე არ უპატიებია“

166

„2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ“, – აღნიშნულ ისტორიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო).

როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა.