“აქვთ საქართველოში ადამიანებს იმის ფუფუნება ერთი ბეწო უცნობ დესერტში 6 ლარი გადაიხადონ?”

თამარ ივერი სოციალურ ქსელში ცნობილი დესერტის მოჩის ფასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ივერი აღნიშნავს, ის იაპონიაში ხშირად დადის და მოჩი იაფ დესერტად ითვლება და არა დელიკატესად.

ამასთან თამარ ივერი წერს, რომ ქართულ ბაზარზე სიძვირეა და 1 მოჩის ფასი – 6 ლარი მეტისმეტი ღირებულებაა.

„თვალში მომხვდა ეს გვერდი ფეისბუკზე და ხალხს კომენტარებში წერენ ერთი ცალი მოჩი 6 ლარიო.

დიახ, 1 ცალი 6 ლარი!!! და ვერ ხვდებიან რომ ეს ფასი ამ პატარა პინკ პონკის ბურთისხელა დესერტისთვის არარეალურად ძვირია?

მთელი ცხოვრება იაპონიაში დავდივარ და მოჩი ჩვეულებრივ იაფ დესერტად ითვლება და არა დელიკატესად და ფუფუნების საგნად.

ამაზონზე მაინც შევიდნენ დალოცვილები, თავად იაპონიაში დამზადებული მოჩის 10-12 ცალიანი ბომბონიერები 2-3 ევრო ღირს.

კარგი იქნება საკუთარ თავში ჩაიხედონ. აქვთ კი საქართველოში ადამიანებს იმის ფუფუნება ერთი ბეწო რაღაც მათთვის უცნობ დესერტში 1 ცალში 6 ლარი გადაიხადონ? თან, ცოტა რომ გესიამოვნოს, ერთი 3-5 ცალი მაინც უნდა ჭამო სხვადასხვა შიგთავსით. ჰა და ჰა 2-3 ლარზე მეტი არ უნდა დაადონ 1 ცალზე თუ მაინცდამაინც.

მოკლედ, წარმატებებს ვუსურვებ მხოლოდ VIP ხალხზე გათვლილ ქორვაჭრულ „ბიზნესში“ – წერს თამარ ივერი.

ასევე იხილეთ