შენ გელოდება მეორე შვილი მალე – ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანს, გიორგი გასვიანს სტუმარმა, ექსტრასენსმა ცირა კუპრაშვილმა ეთერში გაუმხილა.
როგორც გიორგი გასვიანმა თქვა, მას კუპრაშვილთან სხვა დროსაც ჰქონია კომუნიკაცია და მისი ყველა წინასწარმეტყველება აუხდა.„ჩემთვის ბევრჯერ მოგიწერიათ სოციალურ ქსელში რაღაცები, რაც ახდა. ახალი სეზონი რომ დაიწყო მითხარით, რომ დიდ სიახლეს ელოდე, მერე იყო უცებ „სიცრუის დეტექტორი“, ნოე სულაბერიძემ დამირეკა. რაღაცებს მწერს ხოლმე ცირა და 100%-ით ხდება, შეიძლება ზუსტად არც მითხრას, მაგრამ პერიოდულად ბიძგს მაძლევს, მეუბნება, ახლა დაელოდე, რაღაც კარგი იქნება, ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია“, – განაცხადა გასვიანმა.