ცნობილი ქართველი „ჰალკი“ ლევან საგინაშვილი 35 წლის ასაკში ქორწინდება.
როგორც მან გადაცემაში „კულინარიული დუელი“ აღნიშნა, დაინიშნა და მალე ქორწილსაც აპირებს.
მისი რჩეული ლელა ჯამასტიშვილია, რომელიც 13 წლის წინ გაიცნო.
„ლელა 2010 წელს გავიცანი, მე შემიყვარდა, მაგრამ მას არ ვუყვარდი. იმდენი ვქენი, რომ თავისი ნებით მომყვება“, – ამბობს ხუმრობით ქართველი „ჰალკი“.