„დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს”
„რატომ ითხოვს „სუხიშვილების“ პროფესიული ცეკვის ანსამბლი მაღალ, გამხდარ, სწრაფ და მოქნილ მოცეკვავეებსო… დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე სამადაშვილი ეხმიანება ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებუ ვიდეოს, რომელიც კულისებში, რეპეტიციაზეა გადაღებული. ვიდეოს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.